ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ნაწილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ევროინტეგრაციის კურსის “ღალატის ნებისმიერ მცდელობას” ემიჯნება და სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობას გმობს.
“კატეგორიულად ვემიჯნებით საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსის ღალატის ნებისმიერ მცდელობას.
ვგმობთ სამართლიანი და მშვიდობიანი პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ყველა გამოვლინებას.
მოვუწოდებთ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს, გააკეთოს შესაბამისი განცხადება”. – წერია განცხადებაში
განცხადების ხელმომწერთა სია ცვალებადია. ახლანდელი მოცემულობით, განცხადებას 181 ადამიანი აწერს ხელს.