ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს, ვიზიტის ფარგლებში, მეორედ ხვდება.
შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან 18 დეკემბერს გამართა. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი შეხვდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. ასევე, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებს.