ირაკლი კობახიძე: „სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არამდგრადია”

„სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნულით პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აქციებზე სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნაზე საუბრობს.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტს 4 პარასკევი აქვს ამ პოსტზე დარჩენილი და მისი ეს ემოციური განცხადებები გასაკვირი არაა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“:

„სალომე ზურაბიშვილის ემოციური მდგომარეობა არის არამდგრადი და შეგვიძლია თანავუგრძნოთ მას. მას აქვს დარჩენილი 4 პარასკევი და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, მისი ემოციური განცხადებები არავისთვისაა გასაკვირი.

კი, პოლიციელები, მისი განცხადებით, იყვნენ ნარკოტიკული თრობის ქვეშ და მოძალადე მომიტინგეები იყვნენ სრულიად ფხიზლები – ყველამ დაინახა ვინ იყო ფხიზელი და ვინ არა, ამ დღეების განმავლობაში, ამ მიტინგებზე“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.