კახა კალაძე – ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას, რაც, მერწმუნეთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება

Screenshot

 

ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე დღეს, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მერიის თანამშრომლების პროტესტს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებები.

პეტიციას მერიის 229 თანამშრომელი აწერს ხელს.

კახა კალაძე მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებმაც პეტიციას ხელი არ მოაწერეს, მადლობას უხდის.

თბილისის მთავრობის სხდომაზე კალაძემ ამ განცხადებას საბოტაჟი უწოდა და თქვა, რომ ეს პასუხგაუცემელი არ დარჩება.

„ამ დღეებში ადგილი ჰქონდა საჯარო მოხელეების საბოტაჟის გზით სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობას, რაც სახელმწიფო გადატრიალების გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო.

ჩვენ ვიხილეთ ერთი ხელით დაწერილი პეტიციები, რაც გავრცელდა. მერიის, თუ არ ვცდები, 229 თანამშრომელი აწერდა ხელს. ჩვენ მუნიციპალიტეტში 32 ათასამდე თანამშრომელი გვყავს.

მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ღირსებით, პროფესიონალურად, პატიოსნებით ემსახურება ჩვენს ქვეყანას, ემსახურება ამ ქალაქს და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს.

საბოტაჟის მცდელობა, მერწმუნეთ, პასუხგაუცემელი არ დარჩება, რა თქმა უნდა, კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში“,- განაცხადა კალაძემ.