დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილიარსად არ მიუწვევია – არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი – ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„დონალდ ტრამპს სალომე ზურაბიშვილი არსად არ მიუწვევია, არის ამერიკელი კუბილიუსი, რომელმაც მიიწვია სალომე ზურაბიშვილი, მოქალაქე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ამერიკელი კუბილიუსი, ძალიან მარტივად შემიძლია გითხრათ.
ჩვენ არ ველოდებით ამერიკელი კუბილიუსისგან მოწვევას. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია, ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები“, – განაცხადა კობახიძემ.
კობაციძის თქმით, „მოქალაქე ზურაბიშვილი საინტერესო საერთოდ აღარ არის“.
ინფორმაციისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე მიიწვია. ამის შესახებ ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.