მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

მაგდებურგში, საშობაო ბაზრობაზე ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, – ინფორმაციას DW ავრცელებს.

 

ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი, აქედან 40 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

 

პოლიციაში დაადასტურეს, რომ მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, სამართალდამცველებმა დააკავეს.

 

არსებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი 1974 წელს დაბადებული ექიმი-ფსიქიატრია საუდის არაბეთიდან. ის გერმანიაში 2006 წელს ჩავიდა და პოლიტიკური დევნილის სტატუსი აქვს.