მარნეული-ბოლნისის გზაზე, ორ არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა

მარნეული-ბოლნისის გზაზე, სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევა  მოხდა. ორ არასრულწლოვანს ავტომობილი დაეჯახა, ერთი-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. 

დაშავებულია კიდევ ორი პირი.

შემთხვევას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა ბოლნისი-მარნეულის გზაზე. 

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. მოსახლეობა მის დაუყოვნებლივ დაკავებას ითხოვდა. ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.