მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტს რასაც 2 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა,დაპირისპირება მოხდა – დაშავდა 9 ადამიანი

-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად არასრულწლოვანთა დაღუპვას ავტომობილის მძღოლს, ავტომანქანაში მჯდომ ადამიანებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. შედეგად დაშავდა 9 ადამიანი. ყველა მათგანი კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია მათ უმეტესობას ძირითადად ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობები, ასევე ყბა-სახისა და თვალ-გუგის დაზიანება აღენიშნება.

ექიმების ინფორმაციით, რამდენიმე პაციენტს პირველადი დახმარება გაეწია, მოხდა ჭრილობის დამუშავება,ხოლო 4 პაციენტი კი რჩება კლინიკაში.

შეგახსენებთ მარნეულ-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად 2 არასრულწლოვანი დაიღუპა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, რომელიც, ადგილობრივების განმარტებით, სწრაფად მოძრაობდა, გზაზე მდგომ 15 და 16 წლის მოზარდებს დაეჯახა. მათგან ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.