„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ რვა თანაგუნდელს მოთხოვნას, მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის სადეპუტატო მანდატები გაუუქმათ. კენჭისყრა დღეს, 10 დეკემბერს, ჩატარდა.
საპარლამენტო მანდატები პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს, პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ ყაველაშვილს, ასევე მინისტრებს მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილსა და მინისტრის მოადგილეს მარიამ ქვრივიშვილს გაუუქმეს.
მანდატების შეწყვეტის დადგენილების მიღების წინააღმდეგი არავინ ყოფილა:
- ირაკლი კობახიძე (პრემიერ-მინისტრი) – 78 მომხრე;
- მაკა ბოჭორიშვილი (საგარეო საქმეთა მინისტრი) – 79 მომხრე;
- ანრი ოხანაშვილი (იუსტიციის მინისტრი) – 77 მომხრე;
- დავით სონღულაშვილი (გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი) – 76 მომხრე;
- მარიამ ქვრივიშვილი (ეკონომიკის მინისტრის მოადგილე) – 81 მომხრე;
- ბიძინა ივანიშვილი („ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე) – 74 მომხრე;
- ირაკლი ღარიბაშვილი („ქართული ოცნების“ თავმჯდომარე) – 78 მომხრე;
- მიხეილ ყაველაშვილი („ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი) – 75 მომხრე.
მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ირაკლი კობახიძისთვის, მაკა ბოჭორიშვილისთვის, ანრი ოხანაშვილისთვის, დავით სონღულაშვილისთვის, მარიამ ქვრივიშვილისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
ასევე, საკუთარი განცხადების საფუძველზე პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს.