პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრა EU-ის ელჩის პაველ ჰერჩინსკისა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ხელის ჩამორთმევის გაპროტესტებით დაიწყო. ამის შესახებ პრეზიდენტი X-ზე წერს.
“რაც არ არის ნათქვამი, არის ის, რომ მე [შეხვედრა] დავიწყე ძლიერი პროტესტით ევროკავშირის ელჩსა და დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს შორის აღმაშფოთებელი ხელის ჩამორთმევის გამო. ჩემი შექება ამას ვერ აანაზღაურებს”,- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის ელჩსა და საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს გუშინ შეხვდა.
“ევროკავშირის ელჩმა მიიღო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ელჩი. მისი [ზურაბიშვილის] შრომა საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების დაცვაში გადამწყვეტია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს მომდევნო კვირას ევროკავშირის საბჭოს შეხვედრებზე ბრიუსელში”, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა X-ზე.