ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, არჩევნების დროს მომხდარ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრთან საუბარი სურდა, თუმცა ვერ დაუკავშირდა.
„ფაქტობრივად, „რუსულ არჩევნებამდე“ მივედით. ეს გახლავთ არჩევნები, რომელიც სისტემატურად და მასობრივად გაყალბებული იყო, ძალიან მაღალ, დახვეწილ დონეზე იყო გაკეთებული. ეს არ იყო ჩვეულებრივი თაღლითობა, რასაც ვხედავთ ხოლმე არჩევნებზე.
დაგეგმილი იყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რაც გაცილებით ადრე დაიწყო. სრული კონტროლი გადაეცა ცესკოს. იმ ადამიანებს, ვისაც ცესკო ნიშნავდა, დანიშნულები იყვნენ არა იმ წესების შესაბამისად, რომელსაც ევროკავშირი გვთავაზობდა, არამედ, იყვნენ ხელისუფლების მიერ დანიშნულები.
ხმის ელექტრონული კენჭისყრა სპეციფიკურად იყო შემუშავებული, კონტროლის გარეშე. საუბარი იყო, რომ მოპარული იყო ევროპელი მოხუცების პენსიები, ასევე “ქოლცენტრების” საკითხები იდგა – 3500 “ქოლცენტრის” საკითხი. დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რუსული სტილის პროპაგანდა, პლაკატები იყო, სადაც ერთ მხარეს იყო უკრაინაში განადგურებული ეკლესიები და თეატრები, მეორე მხარეს კი, აყვავებული საქართველოს გამოსახულება. ამან იმდენად შოკში ჩააგდო საქართველოში საზოგადოება, რომ მოხდა მათი დემონტაჟი.
ეს არ იყო ქართული ხასიათის შემადგენელი ნაწილი, რუსული კვალი ეტყობოდა. ასევე ფაქტები იყო: „ოპოზიციას სურს მთავრობა დაამხოს“, „ისინი უნდა გაუქმდნენ არჩევნების შემდეგ“, „ოპოზიციური პარტიები უნდა აიკრძალოს არჩევნების შემდეგ”, „ლიდერები უნდა იყვნენ დაპატიმრებულები“.
დიდი რაოდენობით „შავი ფული“ იყო გამოყენებული. 600 მილიონი ლარი დაიხარჯა ოქტომბრის არჩევნების დროს. პოლიციას ვერ იპოვიდით არჩევნების დროს.
მე მაგალითად, ვიხილე ძალადობა, რომელიც სხვადასხვა უბანზე ხორციელდებოდა. დავურეკე შს მინისტრს და ვერ ვერც მობილურით და სამთავრობო ქსელით. ვერც მის მოადგილეებს დავუკავშირდი, მანაც არ გადმომირეკა.
2 პრინციპი დაირღვა არჩევნების დროს: – ეს არის საკმარისი, რათა ვანახოთ, რომ ნებისმიერი შედეგი იქნებოდა განსხვავებული. მილიონი წევრი დიასპორის მხრიდან სტრასბურგშია. სტრასბურგი ძალიან კარგი შემთხვევაა, აქ არ გაიხსნა უბანი, სტრასბურგში ბევრი ქართველია. მთლი დიასპორა მობილიზებული იყო, იცოდნენ არჩევნები წყვეტდა რუსეთისკენ გზას ან ევროპისკენ.
ასევე ფარულობის დაცულობის თვალსაზრისით ნდობის საკითხი – ელექტრონული სისტემები იყო გამოყენებული, პარტიული კამერები უყურებდა საარჩევნო მანქანებს.
ამ ყველაფერზე სარჩელი იყო საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვქონდა, რომ ზოგიერთი მოსამართლე გაიგებდა და გაათვითცნობიერებდა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა ეს იყო.
შედეგები გაყალბებული იყო, კონსტიტუციურად უნდა დანიშნულიყო არჩევნები. იმედი არ გამართლდა. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო მოქალაქეების ჯგუფის მხრიდან სტრასბურგის სასამართლოში, სადაც გაცხადებულია, რომ ჩვენ გვსურს გამოვიყენოთ ყველა სამართლებრივი გზა, რომ მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ ღრმა კრიზისზე“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.