მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს ერთკვირიან ვადას აძლევს – როგორც მთავარსარდალმა რუსთაველის გამზირზე სირტყვით გამოსვლისას განაცხადა, არჩევნები 29 დეკემბრამდე უნდა დაინიშნოს.
მეხუთე პრეზიდენტის თქმით, მზად არის, ბიძინა ივანიშვილს პირადად შეხვდეს ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე.
“ეს არის ძალიან სიმბოლური ადგილი, სადაც ახლა თქვენს წინაზე ვდგავარ. აქ ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი. ჩემს ზურგს უკან, ილია და აკაკი გვიყურებს და ამ ახალ საქართველოს უყურებენ, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით, რომელიც ხვალ, ზეგ იქნება ძალიან ძლიერი, ევროპული საქართველო. ამას ვერავინ ვერ გააჩერებს.
მართალია, თქვენ აქ “რაღაცა 300 კაცი ხართ”, მართალია დაგვიპატიმრებს სცენა, მიკროფონები, ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, თანაც ორჯერ.
მართალია, რომ მე დამპირდნენ, რომ მალე გისოსების უკან ვიქნები, მაგრამ ჩვენ ხომ არ გეშინია, იმიტომ რომ აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს.
ვინც ამბობს, რომ აქ ვინმესთან დაპირისპირება იბადება, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილთა შორის.
აქ არის მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება.
მე ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე მე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას როგორც დგას საქართველო და მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული.
ვიქნები ერთგული ჯარის, ვისი ვეტერანებიც აქ მოდიოდნენ და რომელიც იცავს საქართველოს და თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი.
მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის მე ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები.
მოვიდეს ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული იყოს 29-მდე.
29-მდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს. მე ველოდები პასუხს, რომ ეს ყველაფერი ნათელი იყო. ხვალ საღამოს სასახლიდან მე ჩავწერ სიტყვას, რადგან აქ არა მხოლოდ სცენა, როგორც ჩანს ხმაც დამიპატიმრეს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.