არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“საქართველო აპროტესტებს: კიდევ ერთი ძალადობრივი ღამე თბილისში. არალეგიტიმური ხელისუფლება მიმართავს უკანონო საშუალებებს, რათა გააჩუმოს ქართველები, რომლებიც თავიანთი კონსტიტუციური, ევროპული არჩევანისთვის მტკიცედ დგანან” – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე