ორბელიანების სასახლეში, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ასევე ჯგუფის “დაიტოვე” წარმომადგენლები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას მართავენ.
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, დღის წესრიგში ორი მოთხოვნა რჩება: პატიმრების უპირობოდ გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა.