ამ დროისთვის არ არსებობს საქართველოში ინსტიტუტი, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელია. ყველა ინსტიტუტს: მთავრობას, პარლამენტს, ყველა სასამართლოს, ცენტრალური ბანკის, ცენტრალური საარჩევნო კომისიას ხელმძღვანელობენ მმართველი პარტიის მიერ დანიშნული ადამიანები და დაკომპლექტებულია მმართველი პარტიისთვის მისაღები ადამიანებით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იტალიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მეხუთე პრეზიდენტის თქმით, საქართველო, სახელმწიფო, რომელიც იყო დემოკრატიული რეფორმების მოდელი რეგიონში, რომელიც ძალიან ახლოს იყო ევროპულ კართან, ახლა საპირისპირო მიმართულებითაა შებრუნებული.
„არჩევნებამდე, დე ფაქტო მმართველმა, ბატონმა ივანიშვილმა გააფრთხილა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომ მათ დაშლიდნენ, დააპატიმრებდნენ და გააუქმებდნენ არჩევნების შემდეგ. ეს არის გეგმა პოლიტიკური პარტიებისთვის. სამოქალაქო საზოგადოებაც, არასამთავრობოები, მათი ჩათვლით, რომლებიც ჰუმანიტარული მიზნებით მოქმედებენ, იგივე საფრთხის ქვეშ არიან, რადგან ყველა, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება, ექცევა იმ რუსული კანონის ქვეშ, რომელიც მოქმედებს და რომელიც თანდათან განხორციელდება ყველას წინააღმდეგ. თქვენს წინაშე საუბრობს პრეზიდენტი, რომელიც არის უკანასკნელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი…
მათ ჰქონდათ ახალი პრეზიდენტის არჩევნების პაროდია. სადაც საარჩევნო ბიულეტენში მხოლოდ ერთი სახელი იყო და ამ პაროდიაში მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდა. ასე რომ, ჩვენ ვართ სიტუაციაში, სადაც არ გვაქვს არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი. ყველა ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში და ეს პარტია კი ერთი პირის ხელში და ეს ერთი პირი ძალიან არის დაკავშირებული რუსეთთან არჩევანით თუ გარკვეული ძალით, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, სახელმწიფო, რომელიც იყო დემოკრატიული რეფორმების მოდელი რეგიონში, რომელიც ძალიან ახლოს იყო ევროპულ კართან, ახლა საპირისპირო მიმართულებითაა შებრუნებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.