საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოს ვიცე-პრემიერად დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
შესაბამის ბრძანებას ირაკლი კობახიძემ დღეს მოაწერა ხელი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში დღეიდან სამი ვიცე-პრემიერი იქნება. პირველი ვიცე-პრემიერის უფლებამოსილებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ასრულებს. ვიცე-პრემიერია თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
შეგახსენებთ, გუშინ, 19 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ვახტანგ გომელაური მაგნიტსკის სიაში შეიყვანა და ფინანსური სანქციები დაუწესა, მანამდე კი მინისტრი გომელაური დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა.









