გარდაიცვალა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომელი, ჟურნალისტი გიორგი ლაფერაშვილი. გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
“დღეს ჩვენთვის მწუხარების დღეა — გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი ლაფერაშვილი. ლაფერას უდროოდ წასვლა განუზომელი პერსონალური და პროფესიული დანაკლისია. ვიზიარებთ და ვუერთდებით მისი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების ღრმა მწუხარებას”,-წერს ტელეკომპანია “ფორმულა”.
გიორგი ლაფერაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე კვირის განმავლობაში კლინიკაში იყო მოთავსებული.
Tv4.ge ” მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახის წევრებს და კოლეგებს.