Screenshot
თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს.
ისინი მედიაზე ძალადობის ფაქტებსა და თავდასხმებს აპროტესტებენ.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მოითხოვენ, დროულად მოხდეს ძალადობის ფაქტების გამოძიება.
აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი ჰქონდათ მედიის იმ წარმომადგენლების ფოტოები, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე აქციების გაშუქების დროს დაშავდნენ.
მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს ბათუმშიც.
“ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს, რომელზეც გუშინ თავდასხმა განხორციელდა, სოლიდარობა გორშიც გამოუცხადეს. მედიის წარმომადგენლებმა პოლიციის შენობის წინ სიმბოლურად მიკროფონები, კამერები და შტატივები დაალაგეს.
გუშინ “ნოდარ მელაძის შაბათის” რეპორტიორებს, ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს ბესიკის ქუჩაზე ნიღბიანები თავს დაესხნენ. ორივე მათგანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.