რუსთავში მეექვსე დღეა პროტესტი გრძელდება

 

რუსთავში მორიგი საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. 

რამდენიმე დღეა აქცია-მსვლელობა ტრადიციულად ქალაქის შემოსასვლელიდან იწყება და რუსთავის მერიასთან სრულდება. 

აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები ამბობენ, რომ ვერ შეაშინებენ და ბრძოლას გააგრძელებენ გამარჯვებამდე.

მოქალაქეები რუსთავის ქუჩებში 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გამოვიდნენ, კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება 2028 წლამდე ევროკავშორთან მოლაპარაკებებს აჩერებს.

გარდა ამისა აქციის მონაწილეები გმობენ სასტიკ ძალადობას პროტესტის მონაწილეების მიმართ.