რუსთავში მოსწავლეები ევროპული მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ

რუსთავში მოსწავლეები ევროპული მომავლის დასაცავად  ქუჩაში გამოვიდნენ.

დღეს დილიდან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სკოლებიდან  რუსთავის მერიასთან მსვლელობით მოვიდნენ.

როგორც მოსწავლეები აცხადებენ,  გმობენ ძალადობას და არ მისცემენ არავის უფლებას წაართვან მშვიდობიანი  ევროპული მომავალი.

მოსწავლეები სკანდირებდნენ:  არა ტოტალიტარიზმს! არა ძალადობას! არა რუსეთს!

სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ პროტესტს და საკუთარი ევროპული მომავლის დაცვას გააგრძელებენ.