საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსთავში, 31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიება ,,ახალი წლის დღეები“ გაიმართება.
14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საბავშვო წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები, სხვადასხვა საბავშვო აქტივობები
14:30-15:00 – მოსიარულე ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
15:00-17:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და გასართობი პროგრამა ზღაპრის გმირებთან ერთად
17:00-17:30 – ილუზიონისტის შოუ
17:30-18:00 – მოსიარულე ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
18:00-19:30 – კონცერტი: კვარტეტი ,,რანინა’’, ანსამბლი ,,ქართული ხმები’’, ჯგუფი ,,გუფილენდი’’
19:30 – საზეიმო ფოიერვერკი