სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბორტზე 181 ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა მხოლოდ ორი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, 179 ადამიანი დაიღუპა.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, რომლის დროსაც სამთავრობო უწყებებზე დროშები დაშვებული იქნება.

გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვებისას კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა.