თბილისის საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ბახუტაშვილი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა და სიტყვიერი გაფრთხილება გამოეცხადა.
მსახიობ გიორგი ბახუტაშვილს მიმდინარე საპროტესტო აქციებისას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ მოწმეები, როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხრიდან.
სხდომაზე განცხადება გააკეთა მსახიობმა, გიორგი ბახუტაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა. მისივე თქმით, სამართალდარღვევის ოქმში დამკავებელ პოლიციელებად ის სამართალდამცავები წერია, ვინც რეალურად, ბახუტაშვილის თქმით, მის დაკავებაში არ მონაწილეობდნენ.
დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ორი პოლიციელი და მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი.
მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი 30 ნოემბერს გამთენიისას, აქციის დაშლის დროს დააკავეს.









