საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისსა და ამ პროცესში რუსეთის ჩარევაზე ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ პრობლემა უფრო გლობალურია, ვიდრე მხოლოდ საქართველოსთვის არსებული საფრთხეები.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სჭირდება მხარდაჭერა, რომელიც მშვიდობის დამყარების ერთადერთი გზაა.
“ქვეყანა, რომელმაც ახლახანს მიიღო კანდიდატის სტატუსი, ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მისცეს ამ ქვეყანას საშუალება, გათელოს ყველა დემოკრატიული წესები და ნორმები, მას შემდეგ, რა უარყვეს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია, ევროპა ვერ მისცემს უფლებას, შეურაცხყოფა მოხდეს მისი ძირითადი პრინციპების.
ასევე საკითხი ეხება ევროპის სტრატეგიულ ინტერესს. საქართველო იყო, არის და იქნება ევროპისა და დასავლეთის გზაგასაყარი რეგიონში, რუსეთი ცდილობს ამის ხელში ჩაგდებას, რუსეთი იხსენებს იმპერიულ დროს, გენერლების განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ თბილისს ვინც ფლობს, იგი ფლობს კავკასიას. თუ საქართველო აღმოჩნდა რუსეთის კონტროლის ქვეშ, მე ვსაუბრობ საარჩევნო კონსტიტუციურ ინტერვენციაზე. ფსონი ძალიან მაღალია, რომელიც ეხება შავი ზღვის უსაფრთხოებას, ეხება სამხრეთ აზიას, ასევე სომხეთის ევროპულ მომავალს. ეს გაცილებით უფრო ღრმა პროცესია, ვიდრე მხოლოდ საქართველოს დემოკრატია ან მისი პოლიტიკური არჩევანი. საქართველო გახლავთ ევროპის ნაწილი თავის გლობალურ ბრძოლაში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს საქართველოსთან მიმართებით.
საქართველო ელოდება ზომებს ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან და იმედი მაქვს, რომ კრიზისის კიდევ უფრო გარღმავება არ მოხდება, ვიდრე ბრიუსელი იმოქმედებს, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რასაც ევროპარლამენტარების ოვაციები მოჰყვა.