სოფელ მარტყოფში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე  საბავშვო ბაღის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

ახალი თანამედროვე ევროსტანდარტების მქონე საბავშვო ბაღი აღსაზრდელებს 2025 წლის სექტემრბიდან მიიღებს.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ჯამში 150 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა სრულად ადაპტირებულია  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულება ევრო სტანდარტების დაცვით შენდება და პროექტების დასრულების შემდეგ, პატარები, საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, კეთილმოწყობილ ბაღებში შეძლებენ სიარულს.

ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, შიდა ინფრასტრუქტურის გარდა, გათვალისწინებულია  გარე სივრცეებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობა.

მარტყოფის გარდა ახალი ევროსტანდარტების მქონე საბავშვო ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება სოფელ სართიჭალაშიც.  ბაღების პროექტი ფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ და მათმა ჯამურმა ღირებულებამ 7 მილიონ ლარამდე შეადგინა.