ქალაქ ბოლნისს კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბუბა გობეჯიშვილმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, გიორგი მირიანაშვილთან და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად, ქალაქ ბოლნისში სკვერის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, ფანჩატური და მინი-სტადიონი, რომელიც შემოისაზღვრა ორმაგი ბადე-პანელით. ასევე, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოსასვენებელი სკამები. ამ ეტაპზე იგება ხელოვნური საფარი.
ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ღირებულება 293 000 ლარს შეადგენს.