ქანდაკება სახელწოდებით ,, პორტალი/ სამოთხის კარიბჭე”

2024 წელს რუსთავში მოქანდაკეთა საერათაშორისო სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა.

სიმპოზიუმში 14 ქართველი და უცხოელი სკულპტორი იღებდა მონაწილეობას.

ქანდაკება სახელწოდებით ,, პორტალი/ სამოთხის კარიბჭე”, შექმნილია რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში და მისი ავტორია ჩინელი ხელოვანი ზაო ლეი.

ზაო ლეი არის ჩინელი მოქანდაკე, პეკინის უნივერსიტეტის წანყვანი პროფესორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ საერთაშორისო სიმპოზიუმში.

არის რამოდენიმე საერთაშორისო, სახელოვნებო ორგანიზაციის წევრი. რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სომპოზიუმის ფარგლებში ექსკლუზიურად რუსთავისთვის 14 ქანდაკება შეიქმნა და მათი განთავსება, ქალაქის სხვადასხვა უბანში, ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ჩინელი მოქანდაკის ,, ,,პორტალი/სამოთხის კარიბჭე”, მესხიშვილის სახელობის ქუჩაზე განთავსდა.