ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაობისას მეხანძრე-მაშველი დაიღუპა

ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილ ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოებისას კედელი ჩამოინგრა რასაც მეხანძე მაშველის გიორგი ლელაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეხანძრე-მაშველის, სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტის – 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილის გარდაცვალების გამო.

გიორგი ლელაშვილი მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, თბილისში ი. ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც გადმოინგრა კედელი, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს,”-წერია განცხადებაში.