18 დეკემბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 დეკემბერს 11:00-
დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
გარდაბნის რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები და მიმდებარე
სოფლებში;

11:00-დან 11:02 საათამდე და 11:58-დან 12:00 საათამდე
აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, გიორგაძის, ნეკტრასოვის, მცხეთის,
ბარნოვის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების ნაწილს;

11:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი და
ფონიჭალა;

13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის
სოფლებში პობედა, ლემშვენიერა, კალინინო და მიმდებარე სოფელბში;

15:00-დან 17:00 საათადე აბონენტებს რუსთავში მარის არხის დასახლებაში,
ფიროსმანის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული კორპუსების
ნაწილს.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება
აღდგება ჩვეულ რეჟიმში.