2024 წელს, რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, გამაგრებითი სამუშაოები და ფასადების რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 საცხოვრებელ შენობას, მოეწყო ტროტუარები, მწვანე სივრცეები, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, დამონტაჟდა სკამები და სასმელი წყლის შადრევნები.
განახლდა ქიმიკოსთა კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი.
პროექტის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 5183857.51 ლარი შეადგინა