27 დეკემბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს 09:00-
დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
რუსთავში მშვიდობის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე არსებული
კორპუსების ნაწილს;

11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის
რაიონის სოფლებში ახალი სამგორი, ნორიო, წინუბანი, ტელეთი, მთისძირი,
სააკაძე და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს
მარნეულში ტაბიძის, წერეთლის, კოსტავას, ბაგრატიონის და მიმდებარე
ქუჩებზე;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის
სოფლებში მარტყოფი, ვაზიანი და მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00
საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში აღმამედლო, კაჩაგანი,
კასუმლო და მიმდებარე სოფლებში;

15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს
ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, კუმურდო, ხატისოფელი და
მიმდებარე სოფლებში;

15:05-დან 17:05 საათამდე აბონენტებს გარდაბნის
რაიონის სოფლებში მთისძირიკრწანისი, კუმისის ტბის სანაპირო, მარტყოფი
და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე,
ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.