3 დეკემბერს,ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 11:00-დან
11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება
შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისის და მარნეულის რაიონის სოფლებში
შაუმიანი, კაჩაგანი, აღმამედლო, კასუმლო, ტაკალო, ქვემო სარალი და
მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის
რაიონის სოფლებში სადახლო, ცოპი, დამია, მოლაოღლი, ხულდარა და
მიმდებარე სოფლებში;

12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის
რაიონის სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, თბილწყარო, მზიანეთი და
მიმდებარე სოფლებში;

12:30-დან 17:30 საათამდე აბონენტებს გარდაბნის
რაიონის სოფლებში ახალი სამგორი, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება
ჩვეულ რეჟიმში.