7 და 9 დეკემბერს, ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 დეკემბერს 12:00-დან
14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს
მარნეულის რაიონის სოფლებში ამბაროვკა, ღვინის ქარხანა, ალგეთი-ღვინის
ქარხანა და მიმდებარე სოფლებში;

9 დეკემბერს დმანისის რაიონის სოფლებში
კარაბულახი, გედაგდაღი, მამიშლარი, უსეინქენდი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის
რაიონის სოფლებში გომარეთი, იფნარი, კიზილაჯლო, ორმაშენი, მამულო,
ველისპირი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს
დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, კარაბულახი, ორმაშენი, მამულო,
ველისპირი და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 17:30 საათამდე აბონენტებს
თეთრწყაროში რუსთაველის, კოსტავას, თამარ მეფის, ჭავჭავაძის, დიდგორის
და მიმდებარე ქუჩებზე.

სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის
მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.