ბოლნისის მუნიციპალიტეტში,საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

 

სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ, 14:00 საათიდან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო გასართობი სივრცეები.

 

ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.

საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

 

ახალი წლის დღეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს უკვე მეოთხედ იმართება.