ბოლნისის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დაგეგმილი საახალწლო ღონისძიება „ახალი წლის დღეები“ გაიმართა.
მერიის მიმდებარედ, განთავსდა საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ღონისძიების ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, ასევე გაიმართა სადღესასწაულო მარში. სანტამ პატარებს საჩუქრები გადასცა.
საახალწლო ღონისძიება კონცერტითა და საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ღონისძიებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ბუბა გობეჯიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.









