რუსთაველის გამზირზე აქცია კვლავ გრძელდება. ეს არის პროტესტის მეცხრე დღე. მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებილები.
პროტესტის მონაწილეების ნაწილი პარლამენტის შენობის წინ გამაგრებულ ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.
პარლამენტის შენობის ამავე პერიმეტრის შიდა ნაწილში სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული, ისინი ასევე მობილიზებული არიან თავისუფლების მოედანზე.