,,ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება”- აშშ-ის პრეზიდენტი

ამერიკის ოქროს ხანა ახლა იწყება, – განაცხადა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ფიცის დადების შემდეგ სიტყვით გამოსვლისას, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ გახდება ქვეყანა, რომელსაც კვლავ პატივს სცემენ.

„ჩვენ აღარ დავუშვებთ, რომ ჩვენით ისარგებლონ. ძალიან მარტივად, პირველ ადგილზე ამერიკას დავაყენებ“, – აღნიშნა ტრამპმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობის პერიოდში იუსტიციის დეპარტამენტის იარაღად გამოყენება დასრულდება.