აშშ-ში იშვიათი ზამთრის შტორმის გამო 10 ადამიანი დაიღუპა.
აშშ-ს სამხრეთ ნაწილში ექსტრემალურად დაბალი ტემპერატურაა, რის გამოც მორღვეულია სატრანსპორტო სისტემა, დახურულია სკოლები და სახელმწიფო დაწესებულებები, ათასობით ავიარეისები გადადებულია ან გაუქმებულია.
ზამთრის შტორმი სამხრეთ ტეხასიდან ფლორიდის ჯექსონვილამდეა გავრცელებული. ახალ ორლეანში, მობილში, პენსაკოლაში თოვლის საფარმა ისტორიული რეკორდი მოხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს, რომ მსგავსი რამ არასდროს არ უნახავთ.