თბილისში მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანებულია 6 ავტომობილი

თბილისში, ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, გუშინ ღამით ავარია მოხდა. ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო და გადაუდებელი დახმარების ბრიგადები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.