თეა წულუკიანი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ 2028 წლამდე ახალი არჩევნები არ ჩატარდება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, 2028 წლამდე არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არ არის დაგეგმილი. ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება. ეს არ მოეწონათ, მაგრამ ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა თქვა დელეგაციის უფლებამოსილებების დროებით რატიფიცირების დათქმებში არ არის არავითარი „სააკაშვილის გათავისუფლება“ ან „სალომე ზურაბიშვილი აღიარეთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად“.

“კომიტეტზე იყო ორი ვარიანტი განხილული, ერთი, რომ ხვალვე ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია გავეშვით ასამბლეიდან, როგორიც იყო ჩვენი ექსტრემისტი ოპოზიციის და მათი ექსტრემისტი მოკავშირეების სურვილი, ამას ეყარა კენჭი და მეორე ვერსია იყო, რომ ცნობილიყო ანუ რატიფიცირებულიყო ჩვენი უფლებამოსილებები დროებით და სერიოზული დათქმებით.

ამ სერიოზულ დათქმებში არ არის არანაირი სააკაშვილის გათავისუფლება ან დავალება, რომ სალომე ზურაბიშვილი აღიარეთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, მაგრამ არის სხვა სერიოზული დათქმები მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რაზეც [Pace-ს მონტორინგის] კომიტეტს ცალსახად ვუთხარი, რომ ეს არ მოხდება – არ ჩატარდება 2028 წლამდე ახალი საპარლამენტო არჩევნები-მეთქი, არ არის დაგეგმული. ეს მათ იციან და ჩემი ეს განცხადება მათთვის სიურპრიზი ვერ იქნება, მათ ეს არ მოეწონათ, მაგრამ ასეთია ჩვენი საერთო პოზიცია, ქართული ოცნების და ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის პოზიცია, რომ არჩევნები ერთხელ უკვე ჩატარდა და გაიმარჯვა იმან, ვინც გაიმარჯვა.

შესაბამისად, პროცედურა იქნება ახლა შემდეგი: მე მინდა, ჩვენს ექსტრემისტ ოპოზიციას პირველ რიგში მივუსამძიმრო, რომ ჩვენი ხვალ აქედან ყველანაირი მიზეზის გარეშე გაშვების პროექტი ჩაუვარდათ, ყველა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც დერეფანი ათია და ყველგან რამდენიმე არიან, მათაც მივუსამძიმრო და ახლა ჩვენ ვიღებთ დროს, განვიხილავთ ამ დათქმებს და უკვე ხვალ, მე შევძლებ როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა რა იქნება პლენარულ სხდომაზე”,-განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანი ამბობს, რომ კომიტეტის დათქმებს განიხილავენ და თითოეულ დათქმასთან დაკავშირებით ხვალ დააფიქსირებენ პოზიციას. ამავდროულად, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ დაარეგისტრირებენ პროექტზე ცვლილებას, რომელიც 28 იანვარს პლენარულ სხდომაზე განიხილება.

„ახლა ჩვენ ვიღებთ დროს, განვიხილავთ ამ დათქმებს და უკვე ხვალ შევძლებ, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა, გითხრათ, რა იქნება პლენარულ სხდომაზე თითოეულ ამ დათქმასთან ჩვენი პოზიცია. დღევანდელი დღე მოვახმარეთ იმას, რომ კომიტეტის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ამ შესაძლო რეკომენდაციაზე ჩვენ გვქონოდა სხვადასხვა ქვეყნის მხარდაჭერა და არაერთი ქვეყნის დელეგაციისგან გვაქვს მხარდაჭერა. ჩვენ უკვე დღესვე დავარეგისტრირებთ პროექტზე ცვლილებას და ისინი ამ ცვლილებას მხარს დაუჭერენ. შესაბამისად, ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილება ეს ტექსტი და ჩვენ მიერ ინიცირებული ცვლილება, შედგება მწვავე დებატები და გამოჩნდება, კენჭისყრის შემდეგ რა იქნება საბოლოო შედეგი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.