თურქეთში, ქალაქ კონაში 4 სართულიანი შენობა სრულად დაინგრა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
თურქული მედიის ცნობით, შენობის ნანგრევების ქვეშ 5 ადამიანი იყო მოყოლილი და მაშველებმა, რამდენიმე საათიანი მუშაობის შემდეგ 3 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
გამოძიების ცნობით შენობის მზიდი კოლონები მონგრეული იყო, რამაც შენობის სრულად დაშლა გამოიწვია. შენობაში თევზის რესტორანი იყო მოწყობილი.
პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებულია 4 ადამიანი, მათ შორის, რესტორნის და შენობის მფლობელებიც არიან.