ირაკლი კობახიძე – ახალი სტადიონის მშენებლობა ვფიქრობთ, რომ დაიწყება 2026 წლის აპრილში, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურად რეალური

ვფიქრობთ, ახალი სტადიონის მშენებლობა დაიწყება 2026 წლის აპრილში, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ახალი სტადიონის მშენებლობის დასრულება 2028 წლის ბოლომდე აბსოლუტურად რეალურია.

„ახალი სტადიონის სავარაუდო ლოკაციებს ვერ დაგიკონკრეტებთ, დაახლოებით მიმართულებები შემიძლია გითხრათ. ეს არის აეროპორტის მიმართულება, ასევე რუსთავის მიმართულება. ამ ორი მიმართულებით მიდის მსჯელობა. მას შემდეგ, რაც უკვე ჰოლანდიურ კომპანიასთან ერთად შეირჩევა კონკრეტული ლოკაცია, შეგვიძლია, დავაზუსტოთ საზოგადოების წინაშე ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ვადებს, მოსამზადებელია კონცეფცია, ასევე არქიტექტურული პროექტი. ჩვენ ვვარაუდობთ მომავალი წლის აპრილში მშენებლობის დაწყებას. შესაბამისად, 2028 წლის ბოლომდე მშენებლობის დასრულებაც არის აბსოლუტურად რეალური. ბიუჯეტიც დაზუსტდება. ჩვენ გვაქვს წინასწარი გათვლები, მაგრამ მირჩევნია, დავაზუსტოთ ბიუჯეტი და ამის შემდეგ მოგცეთ კონკრეტული ინფორმაცია“, – განაცხადა კობახიძემ.