მოსამართლეები რესტორან “ბაბილოს” ტერიტორიას პოლიციის კორდონით ტოვებენ

რესტორან „ბაბილოსთან“ , ბელიაშვილის ქუჩაზე სრულად საპოლიციო ძალები განლაგდნენ და აქციის მონაწილეებს ტერიტორია დატოვებინეს. ადგილზე სპეციალური კორდონია მოწყობილი, რომლის საშუალებითაც მოსამართლეები ტერიტორიას ტოვებენ.

 

რესტორან „ბაბილოსთან“ , სადაც მოსამართლეების კორპორაციული წვეულება მიმდინარეობდა, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.

 

ამ დროისთვის რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან, როგორც საპატრულო პოლიციის, ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე განლაგებული არიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც