ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა.

ცეცხლი სოფელ საბერიოში, ჭოლარიების სახლში გაჩნდა.

მეხანძრე მაშველებმა ბავშვების გადარჩენა ვერ მოახერხეს.

არსებული ინფორმაციით, ბებიამ შეშის ღუმელში ნავთის ნაცვლად ბენზინი ჩაასხა, რამაც ძლიერი აალება გამოიწვია.