სინოპტიკოსები 11 იანვარს, საქართველოში ღრუბლიანობის მომატებას ვარაუდობენ – მათივე პროგნოზით შაბათს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +14, +19°; მთაში დღისით +11, +16°; მაღალმთაში დღისით +6, +11°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +9, +14°; მთაში დღისით +6, +11°; მაღალმთაში დღისით -1, +4°.°ზოგან +10° -მდე.
დედაქალაქში +13°-ს ვარაუდობენ. ხოლო რუსთავში +11°-მდე გათბება.