როგორ ამინდს პროგნოზირებენ საქართველოში უახლოეს დღეებში

16 და 17 იანვარს თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება

 

🌊სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):  16 -17 იანვარს ჰაერის ტემპერატურა  +6,+8 გრადუსამდე დაიწევს.

 

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი):  16-17 იანვარს +5,+7 გრადუსი დაფიქსირდება.

 

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი):  16-17 იანვარს +3,+5 გრადუსი იქნება.

 

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო):. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1+3 გრადუსი დაფიქსირდება.

 

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):16-17 იანვარს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

 

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):  16-17 იანვარს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9, გრადუსი დაფიქსირდება.

 

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 16 –17 იანვარს მოსალოდნელია +3+5 გრადუსი.

 

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 16-17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი,  ჰაერის ტემპერატურა დღისით -1,+1 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.