საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბოლო დღეებში, ოცნების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებსა და თავდასხმებს ეხმაურება და ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმი ახალ ეტაპზე,რომელიც აშკარად ხმარობს ყველა იმ საშუალებებს რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც პუტინის რეჟიმს.
ამის მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ დაბიში მოქალაქის მიმართ. დეპუტატებს, რომლებსაც სხვა თუ არაფერი გააჩნიათ და უნდა გააჩნდეთ თმენის ვალდებულება, მაგრამ არ ჩანს არასად ეს მოთმინება, პირიქით, როგორც ჩანს დეპუტატები არიან პირდაპირ, ინსტრუქცია აქვთ ამისთვის, თუ მათი ნებით ხდება, მაგრამ არიან გამოყენებული ამ ძალადობაში.
ის რაც მოხდა ამ ღამეს, გიორგი გახარიას მიმართ არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება, არვის მიმართ ძალადობა არ შეიძლება.
მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს – ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების პროვოცირებაა, ან მცდელობას, რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი. საქართველოში არ არსებობს ორი მხარე, არსებობს საზოგადოება და არსებობენ ისინი, ვინც ძალადობის მატარებლები არიან. იქნებიან ისინი დეპუტატები თუ კერძო პირები, ვინც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, სოციალურ ქსელში ის ძალადობის გზავნილები გააჟღერონ, ისინი ძალადობრივი რეჟიმის მონაწილეები არიან. რეჟიმი არის ერთ მხარეს, საზოგადოება მეორე მხარეს. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.