სამხრეთ ტაივანში, ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოწვია

სამხრეთ ტაივანში, ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6,4 მაგნიტუდა შეადგინა, რამაც ნგრევა გამოიწვია.

 

დედაქალაქ ტაიბეიში  შედეგად დაზიანდა შენობები. მიწისძვრა გვიან ღამით მოხდა და ეპიცენტრი მიწის ქვეშ, დაახლოებით 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

 

ცნობილია,რომ მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ სახლებში მოქალაქეები ჩაიკეტნენ. უწყების განმარტებით მათი ნაწილის სამშვიდობოს გამოყვანა უკვე მოხერხდა. მსხვერპლის შესახებ შეტყობინებები უწყებებს ჯერ არ გავრცელებულა.