ძლიერი ხანძარია „ლილოს“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე

ლილოს“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. ცეცხლი, სავარაუდოდ, ერთ-ერთ მაღაზიას გაუჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა.

ადგილზე ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანებაა, რომლის ლოკალიზებას სახანძრო ბრიგადები ცდილობენ. ადგილზე არსებული სავაჭრო ობიექტებიდან დასაქმებულებს ნივთები გააქვთ.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.