ᲒᲚᲝᲕᲘᲡ ᲓᲦᲔᲡᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ, ᲞᲐᲠᲚᲐᲛᲔᲜᲢᲘᲡ ᲨᲔᲜᲝᲑᲐᲖᲔ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝ ᲓᲠᲝᲨᲐ ᲓᲐᲔᲨᲕᲐ

საქართველოს პარლამენტის შენობაზე, ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში  მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, მიმდინარე წლის 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.

​გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვა.